Euronews-ის ინფორმაციით, გამთენიისას ჰონკონგს ბოლო 13 წლის მანძილზე, ყველაზე უძლიერესი ქარიშხალი დაატყდა თავს. ქარიშხალს ყველაზე მაღალი, მე-10 ხარისხის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ქარიშხლის სიჩქარე საათში 140 კმ/სთ-ში შეადგენდა.
მიუხედავად იმის, რომ მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული, დახურული იყო აეროპორტები, სკოლები, დაწესებულებები, მოსახლეობას ზიანი მაინც მიადგა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორისაც ყველაზე უმცროსი 4 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 86 წლის.
ჰონკონგის ხელისუფლებამ 24 საათიანი თავშესაფრები გახსნა, სადაც მოსახლობა ქარიშხალს თავს აფარებს. ზოგიერთ რაიონში ქარიშხალმა წყალდიდობები გამოიწვია.