მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებისთის საქმიანობის შეზღუდვის შეფასებისას, საქართველოს პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ კომენტარის მოპოვება არც მისი ჟურნალისტობის პერიოდში იყო ადვილი და დღესაც ნებისმიერ თემაზე კომენტარის მოპოვება შრომას მოითხოვს.
„ვფიქრობ, არ იქნება პრობლემები ეს ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება. იცით, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე მუშაობს და ახალი ქცევის წესები თავიდან მოგეწოდებათ. მთავრობის კანცელარიაში შესვლა-გამოსვლა მარტივი არასოდეს ყოფილა“, - განაცხადა მანჯგალაძემ
რაც შეეხება გუშინ მთავრობის სხდომებზე ჟურნალისტების მუშაობის პრობლემას, მანჯგალაძის თქმით, ეს დროის საკითხია და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მოგვარდება.