პან გი მუნი: დაისჯება ყველა ის, ვინც სირიაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

პან გი მუნი: დაისჯება ყველა ის, ვინც სირიაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა დამასკოს განცხადებაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყანაში უცხოური ინტერვენციის საფრთხის შემთხვევაში, ხელისუფლება ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

„უნდა დაისაჯოს ის, ვინც შეეცდება სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მე გულწრფელად მჯერა იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით მიადევნებს თვალყურს, რათა მსგავსი რამ არ მოხდეს“,-განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე პან გი მუნმა.