26  სპორტსმენი ლონდონის ოლიმპიადისთვის გაშიშვლდა(VIDEO)

26 სპორტსმენი ლონდონის ოლიმპიადისთვის გაშიშვლდა(VIDEO)

პროფესიონალური სპორტის პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ ცნობილი სპორსტსმენები უკვე მეოთხედ გააშიშვლა.

ლონდონის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ გამოცემა Bodies We Want- ში სპორტის სხვადასხვა სახეობის 26 წარმომადგენელი, ცნობილმა ფოტოგრაფებმა შიშველი გადაიღეს, გამოცემას ლონდონის ოლიმპიადის სტუმრები ოლიმპიადის დაწყების პარალელურად იხილავენ.

ფოტოებს თან ერთვის, სპორტსმენების სიტყვები, თითოეული მათგანი იმ სპორტის სახეობას უწევს პოპულარიზაციას, რომლის წამორმადგენელიც თავადაა.

კარლოს ბოკანეგრა, 33 წლის, ამერიკის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი: „ფეხბურთელები ბევრს დავრბივართ და ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში ვართ, არ გვიწევს იდეალური სხეულისთვის დამატებით ზრუნვა, რადგან ამის საშუალებას ჩვენივე პროფესია გვაძლევს. ფეხბურთი დიდი ფიზიკური ბალანსია“.

მარია გაბეირა, 25 წლის, ბრაზილიელი სერფინგისტი: „ქალების უმეტესობას სიმსუქნის პანიკური შიში აქვს. ჩვენ, სერფინგისტები ამ პრობლემისაგან თავისუფალი ვართ და ზედმეტი კილოგრამები არასდროს გვემუქრება. სერფინგზე დიდ დროს და ენერგიას ხარჯავთ. ეს სპორტის ისეთი სახეობაა, რომელიც აერობიკას ჰგავს. სიამოვნებასაც განიჭებს და ფიზიკურ შედეგსაც მარტივად იღებ.“                  

დანელ ლეივა, 20 წლის, ტანმოვარჯიშე: „მამაკაცი ტანმოვარჯიშეები მოქნილობას კარგავენ. მაგრამ მე თავს მშვენივრად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ დროს ვარჯიშს არ ვუთმობ. ერთადერთი რაც ვარჯიშის შემდეგ მინდა ჭამა და ძილია. სპორტის ეს სახეობა ქალებისთვისაც ისეთივე საჭიროა, როგორც მამაკაცებისთვის.“

ასევე გადაიღეს: 29 წლის ამერიკელი კალათბურთელი ტაისონ ჩენდლერი. 31 წლის გოლფისტი სიუზან მეტერსონი. 32 წლის ამერიკელი ფეხბურთელი ქალი ები ბამბაქსი. 32 წლის ამერიკელი ჰოკეისტი ბრედ რიჩარდსი და ა.შ.