სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე დეპუტატ ლაშა თორდიას კანდიდატურა განიხილება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე დეპუტატ ლაშა თორდიას კანდიდატურა განიხილება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე დეპუტატ ლაშა თორდიას კანდიდატურა განიხილება. თორდია ამჯამად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ლაშა თორდიას კანდიდატურა სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზეც განიხილებოდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე ერთ-ერთ რეალურ კანდიდატურად სწორედ თორდიას კანდიდატურა სახელდება. თავად ლევან ბეჟაშვილი კენჭს სიღნაღის რაიონში იყრის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტის დასამტკიცებელია. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით 5 წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ირჩევს.
ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლებისთვის გვერდით დგომა დაასახელა.