კოლორადოს კინოთეატრში 12 ადამიანის მკვლელეობასა და 58 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოს წინაშე წარსდგა. დანაშაულის მოტივები დღემდე უცნობია. სასამართლოს დარბაზში მჯდომი ჰოლმსი მდუმარედ იჯდა და არცერთ შეკითხვას პასუხი არ გასცა.
ბრალმდებელმა ლაიზა დამიანმა გარკვევით განაცხადა, რომ ის დამნაშავისთვის, შტატის კანონის შესაბამისად, უმაღლეს სასჯელს მოითხოვს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკაშირებით, ის გარდაცვლილებისა და დაზარალებულების ოჯახის წევრთა მოსაზრებებსაც მოისმენს.
ჯეიმს ჰოლმს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარედგინება.