Independent-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამა სუშუალო კონკურენტს მით რომნის დაუნინგ-სტრიტზე ბრიტანეთის ხელისუფლება VIP შეხვედრას მოუწყობს.
ოფიციალური ინფორმაციით, მით რომნი ბრიტანეთში მცხოვრებ ამერიკულ დიასპორას შეხვდება წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელთათვის თანხების შესაგროვებლად და ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება.
Independent-ის აზრით, გაუგებარია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კემერონის გადაწყვეტილება, ოფიცილური მიღება გაუმართოს რომნის, მაშინ როდესაც იგი საფრანგეთის მაშინდელ საპრეზიდენტო კიანდიდატს ფრანსუა ოლანდს არ შეხვდა და რომელიც საბოლოო ჯამში საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა, რამაც ბოლო კვირების მანძილზე, საფრანგეთ-ბრიტანეთის ურთიერთობების აშკარა დაძაბვა გამოიწვია. „როგორც ჩანს, ბრიტანეთს თეთრი სახლის ამჟამინდელი პრეზიდენტის განაწყენების შიში არ აქვს“,-წერს გაზეთი.