ესპანეთის პოლიციამ ესპანელი დემონსტრატები რეზინის ტყვიებით დაშალა

ესპანეთის პოლიციამ ესპანელი დემონსტრატები რეზინის ტყვიებით დაშალა

ესპანეთის პოლიციამ ესპანელი დემონსტრატები რეზინის ტყვიებით დაშალა: ბიუჯეტის შემცირების ეროვნული პროტესტის დემონსტრაცია არეულობით დასრულდა.

ესპანელებმა პარლამენტის შენობასთან,  ქალაქის ცენტრში სანაგვე ყუთები დაწვეს. დაკავებულია შვიდი დემონსტრატი, ათამდე მონაწილემ ტრავმები მიღო.

ესპანეთის ყველა დიდი ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უზარმაზარი ტრანსპარანტებით: „გვქურდავენ!“.

„დღეს აქ გამოსულები ვართ ექიმები, მეხანძრეები, პოლიციელები, მასწავლებლები. ჩვენ უარესი დროც გვინახავს, მაგრამ ეს ყველაზე საშინელებაა“,- განაცხადა დემონსტრაციის მონაწილემ ფრანსისკო ვაკერომ.

ასეულ ათასობით ესპანელის ქუჩაში გამოსვლა პრემიერი მარიანო რახოის გადაწყვეტილებამ გამოიწვია- შეკვეცოს სახელმწიფო ბიუჯეტი 65 მილიონი ევროთი.