უშბაზე გარდაცვლილ ალპინისტებს, საშა ტარანიკისა და დიმა ვოლოშინის ცხედრებს თბილისში დღეს გადმოასვენებენ.
ძლიერი ნისლისა და რთული რელიეფის გამო მაშველებს ბანაკამდე მისვლა ფეხით უწევთ. ერთ-ერთი ცხედარი ბანაკში -– 3 000 მეტრზე უკვე მისვენებულია, მაშველები კი ახლა მეორე გარდაცვლილის ბანაკამდე მისვენებას ცდილობენ.Bბანაკიდან მესტიაში კი მათ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ვერტმფრენის საშუალებით გადაასვენებენ.
როგორც ტელეკომპანია "მეცხრე არხთან" საუბრისას ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმამ განაცხადა, ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ღვედის გაუმართაობა გახდა.
გარდაცვლილი ალპინისტების პოვნას მაშველები გუშინ მთელი დღე ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 4-მა უკრაინელმა მთამსვლელმა უშბაზე ასვლა გაბრიელის მარშრუტით გადაწყვიტა, უკან დაშვების დროს კი ორი მათგანი კლდიდან მოწყდა.