კასპის რაიონში, სოფელ გრაკალთან, 30 ჰექტარის ტერიტორიაზე, არქეოლოგების ჯგუფმა მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრის სატაძრო კომპლექსი, ნასახლარები და სამარხები აღმოაჩინეს.
ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღი, ფარმაცევტული ხელსაწყოები, საკულტო დანიშნულების ნივთები ქვის ხანიდან რომაულ ეპოქამდე.
სპეციალისტების თქმით, აღმოჩენებისგან ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძრის ნანგრევებია, რადგან მას საკმაოდ უჩვეულო და განსხვავებული არქიტექტურა აქვს.
განსაკუთრებული ინტერესის სპეროს ტაძრის საკურთხეველი წარმოადგენს. მას ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. საუბარია დედა ღმერთის მინიატურულ ქანდაკებასა და სარუტყალო ადგილზე. ამ აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს შესახებ არსებული ისტორიული ცნობები ძირეულად შეცვალოს. არქეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ გრაკლია გორამ ტურისტული დატვირთვაც შეიძინოს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, აღმოჩენილი არტეფაქტები ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურის თანხვედრაზეც მეტყველებს, მათ შორის ბერძნული და ფინიკიური კულტურების.
გათხრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული და მასში უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. არქეოლოგიური სამუშაოები ამ ტერიტორიაზე 2007 წლიდან ტარდება.