კახეთში 19 ივლისის სტიქიის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა და 22 დაშავდა. თელავში ქარიშხლის შემდეგ სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში 18 ადამიანი მოხვდა , გურჯაანში კი - 4. მათი უმრავლესობა საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.
თუმცა ერთ-ერთ ქალს ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი განუვითარდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდა ამისა გურჯაანიდან თბილისში საოპერაციოდ ქალი გადმოიყვანეს, რომელსაც ქარიშხლისას თვალში შუშის ნატეხი მოხვდა. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და გურჯაანის რაიონის მაცხოვრებლებს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. ქარიშხალმა ასობით სახლს სახურავი გადახადა, მოსახლეობას დაეხოცა პირუტყვი და შინაური ფრინველი, გაუნდაგურდა ნათესები და მოსავალი.