საქართველოსა და თურქეთს შორის დღეს ტრანნსასაზღვარო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთს შორის დღეს ტრანნსასაზღვარო შეთანხმება გაფორმდა

მაჭახელას ეროვნულ პარკში, თამარის ხიდთან საქართველოსა და თურქეთს შორის ტრანნსასაზღვარო შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს მხრიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და თურქეთის ბუნების კონსერვაციის და ეროვნული პარკების ხელმძღვანელმა მურსელ გურბუზმა მოაწერეს ხელი.

ორ დაცულ ტერიტორიას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა მოიცავს ბიოსფერული რეზერვატის აქტიურ ერთობლივ მუშაობას და აღნიშნულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის განვითარებას.

პარკის დაარსება კი გულისხმობს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის და ტურისტული ბილიკების შექმნას, ასევე სოციალური პროექტების განხორციელებას, როგორიცაა მცირე გრანტების გაცემა ადგილობრივ მოსახლეობაზე სხვადასხვა ეკო-ტურისტული პროდუქტების შექმნის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ეკო ტურიზმს და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს პარკთან მცხოვრებ მოსახლეობას.

როგორც უწყების წარმოამდგენლები აცხადებენ, მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნის მიზანია, უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა.

მაჭახელას ეროვნული პარკი 8733 ჰექტარს შეადგენს

ხელმოწერის ცერემონილას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰაიკინი, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის (USDOI)-ის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის დირექტორი ბარბარა პიტკინი და თურქეთის ვიცე- კონსული საქართველოში ერთან გარიპი.