პარლამენტის რამდენიმე წევრი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში რემონტი იწყება. ასეთ ინფორმაციას უმრავლესობის წევრები კობა ხაბაზი და ლაშა თორდია ფლობენ.
მათი განცხადებით, პარლამენტის შენობის დაცლის გადაწყვეტილება ამ შენობის შიდა სარემონტო სამუშაოების დაწყებას უკავშირდება.
ლაშა თორდიას თქმით, იგეგმება პარლამენტის „ც“ კორპუსის გამაგრება. არსებობს კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობაში აგვისტოში ფანჯრების ჩამოხსნა დაიწყება. ამ ინფორმაციას პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი უარყოფს.
კითხვაზე- იგეგმება თუ არა პარლამენტში ფანჯრების ჩამოხსნა, დავით ჯანიაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო.
„ეს მეც წავიკითხე და ძალიან მაინტერესებს ვისგან მოდის ეს ინფორმაცია. ფანჯრებს როგორ ჩამოვხსნით, როცა შენობაში ვსხედვართ” - განაცხადა ჯანიაშვილმა.