„ნემოს ძიებაში“: სიკველი „ჯონ კარტერის“ შემქმნელებისგან(VIDEO)

„ნემოს ძიებაში“: სიკველი „ჯონ კარტერის“ შემქმნელებისგან(VIDEO)

მიუხედავად, ცოტა ხნის წინ, განცდილი პროფესიული კრახისა, ენდრიუ სტენტონმა ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო.

ენდრიუ სტენტონი ანიმაციური ფილმის „ნემოს ძიებაშის“ მესამე სიკველს გადაიღებს.

 სტენონი 2003 წელს მულტფილმის ორიგინალურ ვერსიაზე მუშაობდა. გარდა ამისა, ის მუშაობდა სტუდია Pixar -ის ორი ანიმაციური ფილმის რეჟისორად. A Bug's Life და  Wall-ი.

ეს უკანასკნელი და „ნემოს ძიებაში“ ოსკარზეც იყო წარდგენილი.

 სტენტონის ბოლო ნამუშევარი წარუმატებელი აღმოჩნდა, საუბარია ფანტასტიკური ჟანრის ფილმზე „ჯონ კარტერი“, რომელიც ეკრანებზე თებერვალში გამოვიდა. მან ძალიან მცირე კომერციული მოგება მოიტანა.  ფილმის ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარი იყო. მსოფლიო გაყიდვებით, კი მან მხოლოდ 282 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

როგორც ჩანს, „კინოშნიკები“ მას მაინც ენდობიან და ამას  Pixar-ის ახალი შემოთავაზება ნამდვილად მოწმობს.