დავით ჯანიაშვილი - დეპუტატებს კაბინეტებში მუშაობის პრობლემა არ ექნებათ

დავით ჯანიაშვილი - დეპუტატებს კაბინეტებში მუშაობის პრობლემა არ ექნებათ

პარლამენტის აპარატის უფროსის დავით ჯანიაშვილის განცხადებით, დეპუტატებს თავიანთ კაბინეტებში მუშაობის პრობლემა არ ექნებათ.


“დეპუტატებს მუშაობის პერიოდში  პრობლემა არასოდეს შექმნიათ და არც შეექმნებათ უფლებამოსილების ამოწურვამდე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ჯანიაშვილმა.

კითხვაზე, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“  წევრები არ აპირებენ, რომ სამუშაო კაბინეტები დატოვონ, ჯანიაშვილმა განმარტა, რომ მათთვის არავის არ უთქვამს, რომ კაბინეტები დაცალონ.

„ამ ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა დამირეკა და მითხრა რატომ უნდა დაცალოს შენობა, მე ვკითხე, ვინ გითხრათ რომ უნდა დაცალონ? მიპასუხა ჟურნალისტებმა მითხრესო“, - აღნიშნა დავით ჯანიაშვილმა.

საპირისპიროს აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა from.ge–ს განუცხადა, რომ დღეს დილით პარლამენტის აპარატის წარმომადგენლმა მათი ფრაქციის აპარატს შეატყობინა, რომ ოთახების დაცლა უნდა დაეწყოთ.

„ჩვენს ფრაქციას სამი ოთახი უკავია, ჩვენ არ ვაპირებთ ოთახების დაცლას, რადგან ჩვენი უფლებამისილება ჯერ არ შეწყვეტილა“,  აღნიშნა ცაგარეიშვილმა.