ბიძინა ივანიშვილი სოფელ ლემშვენიერის მოსახლეობას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ლემშვენიერის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

ივანიშვილმა ადგილობრივებს კოალიცის წინასაარჩევნო გეგმა გააცნო, შემდეგ კი მათი პრობლემები მოისმინა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ "ქართული ოცნების" ლიდერთან სარწყავი და სასმელი წყლის, ასევე სათიბი და სასოფლო-სამეურნეო მიწების პრობლემებზე ისაუბრეს. კოალიციის ლიდერმა მათი პრობლემების მოსმენის შემდეგ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაპირდა.

ივანიშვილი სოფელ ლემშვენიერაში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურთან და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატ მამუკა არეშიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ლემშვენიერას შემდეგ კოალიციის ლიდერმა "ქართული ოცნების" გარდაბნის რაიონულ ოფისში გადაინაცვლა. ივანიშვილი იქაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გარდაბანში არსებულ პრობლემებს გაეცნო.