დიმიტრი ლორთქიფანიძე: პარლამენტიდან გადასახლება რეალურად დაწყებულია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: პარლამენტიდან გადასახლება რეალურად დაწყებულია

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, პარლამენტის შენობის დაცლასთან დაკავშირებით,  მათ ჯერ-ჯერობით საჯარო გაფრთხილება არ მიუღიათ, შესაბამისად, მისი თქმით,  ამის წერილობითი აქტიც არ არსებობს, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტიდან გადასახლება რეალურად დაწყებულია.

ლორთქიფანიძეს აინტერესებს რასთანაა დაკავშირებული შენობის ასე სწრაფად დაცლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და  შესაბამის განმარტებებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისგან ითხოვს.

„ფაქტია,  რომ ზეპირი განკარგულებების თანახმად,  აპარატი მზადაა  თავისი სამუშაო ოთახები დაცალოს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცლიან თავიანთ კაბინეტებს და ამ პროცედურაზე „ქრისტიან დემოკრატებიც“ არიან გადასულნი.  როდესაც  პარლამენტის ააპარატის უფროს,  დავით ჯანიაშვილს გავესაუბრე, მან  განაცხადა,  რომ  არავითარი აუცილებლობაა არაა, რომ  ჩემი კაბინეტი დავტოვო. სხვა განმარტებები არ გააკეთა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის თქმითვე, ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცლდება,  მაგრამ ცხადია,  რომ პარლამენტიდან გადასახლება რეალურად დაწყებულია.

რაც შეეხება,  გაიყიდა თუ არა პარლამენტის შენობა, ლორთქიფანიძის თქმით,  ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს გაიყიდა და პარლამენტის დაცვლის დაჩქარების პროცესი სწორედ ამიტომ ხდება.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის დაცლა უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. აპარატის თანამშრომლებს მიღებული აქვთ დავალება, რომ მათი სამუშაო ოთახების დაცლა, ერთი კვირის მანძილზე უნდა დასრულდეს.