ჯერ კიდევ ივნისში, გახდა ცნობილი, რომ Pirelli -ს ახალი არტკალენდარის მთავარ ფოტოგრაფად, მოდის წარმატებული ფოტოგრაფი სტივ მაკკარი დაამტკიცეს.
აქამდე უცნობი იყო, თუ ვინ გამოჩნდებოდა ახალი კალენდარის ფურცლებზე. პირველი წინადადება კარლი კლოსმა მიიღო. კლოსი არის ამერიკელი სუპერმოდელი, რომელიც სტივ მაკკარის ფოტოობიექტივში სხვადასხვა, მოდის ჟურნალებისთვის, არაერთხელ მოხვედრილა. კლოსი არასდროს ერიდება თამამ ფოტოსესიებს და ის დღეისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.
როგორც სტივ მაკკარი ამბობს, გარდა კლოსისა კალენდარის ახალი ნომრისთვის, სხვა, ბევრად უფრო სასიამოვნო სიურპრიზსსაც ამზადებს. მის პირველ გვერდზე არც მეტი, არც ნაკლები, ორსულ ადრიანა ლიმას ვიხილავთ.
როგორ ჩანს, Pirelli-ის კალენდარის ახალი ნომერი მკაფიოდ ჰუმანური ხასიათის იქნება, მოდელები „ჰუმანიტარული ფონდებისა და პროექტების მხარდამჭერ გმირებად“ გამოვლენ. ეს იქნება კალენდარის „მთავარი სული“, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მის შარშანდელ ნომერს, რომელიც მარიო სორენტიმ გადაიღო და ძირითადად ლარა სთოუნის მკერდზე იყო ფოკუსირებული.
ფოტოსესიებში მონაწილეობას მიიღებენ მოდელები: ელიზა სიდნეი, პეტრა ნემცოვა, იზაბელ ფონტანა, ლია კებედე და ა.შ.