ქუთაისის პარლამენტის შენობის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით განახლდა. რამდენიმეა დღეა, რაც მშენებლებს რამდენიმე ბრიგადა დაუმატეს, რომ მშენებლობა და შიდა სამუშაობი დაჩქარებელად წარიმართოს.
ბოლო პერიოდამდე ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა შეჩერებული იყო. იმასაც ამბობდნენ, რომ მშენებლობის გასაგრძელებლად ფული აღარ იყო, თუმცა, ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არ ადასტურებდნენ.
მას შემდეგ რაც გადაწყდა, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობის დაცლა დაიწყო, ქუთაისის პარლამენტში დიდი ფაცი–ფუცია. მისი მშენებლობა და შიდა სამუშაოები დაჩქარებული ტემპით ხდება.
კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტი ქუთაისში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა შეიკრიბოს.