„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ საპარლამენტო არჩევნებისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 3 რაიონში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
მცხეთაში პარტიიდან მურად ჩხაიძის, თიანეთში ქეთევან გონჯილაშვილის, ხოლო დუშეთში - ვეფხია ბოდაველის კანდიდატურები დასახელდა.
„სამივე მაჟორიტარი კანდიდატი პოლიტიკაშია, რაიონულ ორგანიზციებს ხელმძღვანელობენ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამივე თავის რაიონში დაიბადა, გაიზარდა და დღემდე საქმიანობს. კარგად იცნობენ თავიანთი რაიონის პრობლემებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.