ალიასკაზე, ზოგიერთ ქალაქში, მერის არჩევა იმდენად რთულია, რომ მისი მცხოვრებლები ქალაქის მმართველობას უკვე კატებს ანდობენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამერიკელი კატა სახელად სტაბსი, უკვე 15 წელია ალიასკაში მდებარე, პატარა ქალაქ ტალკიტნის მერია. ქალაქის მცხოვრებლები, ფიქრობენ, რომ ის იდეალურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. 15 წლის წინ, მერობის ყველა კანდიდატით უკმაყოფილო მოსახლეობამ, მერად კატა აირჩია, მას შემდეგ ქალაქს ტურისტების ნაკადი მოაწყდა, რამაც მისი ბიუჯეტი საგრძნობლად გააძლიერა.
ტალკიტნის მკვიდრები კატა სტაბს ყოველწლიურად თავიდან ირჩევენ, ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. კატა სტაბი კი, ქალაქის მერის სავარძელში თავს იდეალურად გრძნობს.