ირაკლი ალასანია: სიის დაზუსტების  კომისია ნდობას მაშინ დაიმსახურებს, როდესაც სიების შესწორებას დაიწყებს

ირაკლი ალასანია: სიის დაზუსტების კომისია ნდობას მაშინ დაიმსახურებს, როდესაც სიების შესწორებას დაიწყებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას იმ შემთხვევაში  ენდობა თუ სიებში აღმოჩენილ დარღვევებს შეასწორებს და კომისია საარჩევნო სიებში აღმოჩენილ ხარვეზებს ბოლომდე აღმოფხვრის.

„ეს კომისია ნდობას მაშინ დაიმსახურებს, როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და სიების შესწორებას დაიწყებს. „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ მონაცემები სახელმწიფო კომისიას გადაეგზავნება, რომელიც ვალდებულია მათ მიერ გამოვლენილი დარღვევები გაითვალისწინოს“, - განაცხადა ალასანიამ.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ „კარდაკარის“  ჩატარების დროს გამოვლენილ დარღვევებს კომისიას აგვისტოს დასაწყისში მიაწვდის.