შაშკინი თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

შაშკინი თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება.

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქი კოლეგა დღეს მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

 ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების განხილვაა. ორი ქვეყნის უწყებები წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების კუთხით.

 თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.