Caserta News-ის ინფორმაციით, იტალიის პოლიციამ „მოცარელას მეფე“ ჯუზეპე მანდარუ დააკავა. მანდარუ დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კონტაქტში დაადანაშაულეს, ხოლო მისი იტალიაში მოცარელას ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიიდან Mandara Group-იდან 100 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები ამოიღეს.
იტალიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, მანდარუს 1980-იან წლებში მაფიოზებმა ბიზნესის დასაწყებად ფული მისცეს, ხოლო მის კომპანიას დღემდე კაზელეზების კლანი მფარველობს.