საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ NDI-ის კველევის შედეგების მიხედვით, უგულავას რეიტინგის გადასწრება სააკაშვილისთვის შემთხვევეითი არ არის, რადგან მალე საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გალდიატორების ბრძოლა დაიწყება და ბოკერია-მერაბიშვილის ტანდემი სააკაშვილ-ახალაიებს ფსიქიკურად გაუწონასწორებლად და მანიაკებად გამოაცხადებს.
„დიდი ხანია უცნაურად აღარაფერი მეჩვენება ამ ქვეყანაში. მეტსაც გეტყვით, ეს კინო უკვე ნანახი მაქვს და ამ კინოს ბოლოც ვიცი. სააკაშვილის, უგულავას, მერაბიშვილის და ადეიშვილის პერსონაჟები კარგად მყავს შესწავლილი. ესენი კატა-ძაღლივით დაეტაკებიან ერთმანეთს, შემდეგ კი შიზოფრენიკად გამოაცხადებენ სააკაშვილს და ძმებ ახალაიებს მანიაკებად. ეს ძალიან მალე მოხდება. მერაბიშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომელსაც პრეტენზიები გააჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობაზე ბაქოში დაიწყო ალიევთან შეხვედრები. მალე საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გლადიატორების გაცხარებული ბრძოლა იქნება. მით უფრო საინტერესოა, რომ ორივე მოწინააღმდეგე ნაციონალური მოძრაობის წევრია“,-აცხადებს ხაინდრავა.
„ამომრჩეველთა ლიგის“ წევრი მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებში მოარული აზრი მერაბიშვილის გაოპოზიციონერებასთან დაკაშირებით აბსოლუტურად არასწორია, რადგან სწორედ მის გარშემო იკრიბებიან უგულავაც, ბოკერიაც და კიდევ სხვები, რომლებიც გადახალისებული შემადგენლობით შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას.
„მერაბიშვილი შედის ბოკერია-უგულავას ჯგუფში და სწორედ მის გარშემო არიან ეს ხალხი შეკრებილი, ხოლო მეორე მხარეს დარჩენილები არიან სააკაშვილ-ახალაიების მანიაკალური ტრიო, გადარეულ სააკაშვილს გვერდით ვინღა დაუდგება? როგორ ფიქრობთ, უგულავა-ბოკერიას არ ესმით, რომ ეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ნარკომანია? ისინი ჩაყვებიან მათ საფლავში? სასწორი ბოკერია-მერაბიშვილის მხარეს გადაწონის, მით უმეტეს თუ უგულავაც, გიგი წერეთელი და კიდევ ბევრი იქ იქნება. სააკაშვილის გვერდით კი შეიძლება ბასიშვილები, გოჩაშვილები და ა.შ ვიხილოთ. ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას ლიდერობისთვის გააგრძელებს და შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას გადახალსიებული შემადგენლობით. ჩვენ კი ქართველი ხალხი ვემზადოთ არჩევნებისთვის, მოვუხმოთ გონიერებას და გავაკეთოთ სწორი არჩევანი“,-აცხადებს გოგა ხაინდრავა.