ქნესეთის დეპუტატმა მიხაილ ბენ-არიმ ფოსტით მიღებული ბიბლია დახია და სანაგვეზე მოისროლა.
სასულიერო წიგნების გამომცემელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ კალიშმა ქნესეთის ყველა დეპუტატა ფოსტით ძვირფასყდიანი ბიბლია და წერილი გაუგზავნა. „წიგნი ნათელს ჰფენს იუდეველების და ქრისტიანების მჭიდრო კავშირს და შეიძლება ის პარლამენტარებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს“, - ნათქვამი იყო წერილში.
ბენ-არიმ ამ ნაბიჯს პროვოკაციული უწოდა. „ეს წიგნი იყო და არის ებრაელების დევნის და მკვლელობის მიზეზი. მისი ადგილი სანაგვეზეა“,-განაცხადა ბენ-არიმ.