კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ზურაბ აბაშიძე და გურამ ოდიშარია დღეს დევნილებს შეხვდებიან.
შეხვედრა კოალიციის წევრებსა და ისან-სამგორის რაიონში მდებარე "ანალიზხელსაწყოს" საერთო-საცხოვრებელში ჩასახლებულ დევნილებს შორის დღეს 19:00 საათზე გაიმართება.
კოალიციის წარმომადგენლების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იქნება დევნილთა პრობლემები, მათი მონაწილეობა და როლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ლიდერები დევნილ საზოგადოებას კოალიციის პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
ცნობისთვის, კოალიცია "ქართული ოცნების" დევნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით ხორციელდება.