ხვალ ცხინვალს ჟენევის დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, ეუთოდან პოდრიგ მერფი და გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი.
ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული პოსტკონფლიქტური სიტუაციის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მურატ ჯიოევმა განაცხადა.
„შეხვედრის დროს განვიხილავთ საკითხებს, რომელიც ჟენევის დისკუსიის ფორმატში შედის, აგრეთვე შევეხებით საქართველო-ოსეთის საზღვარზე უსაფრთხოების საკითხებსაც“,-აღნიშნა ჯიოევმა.
ჟენევის დისკუსიებში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ იმართება, მონაწილეობას იღებენ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის, ამერიკის, აგრეთვე ევროკავშირის, ეუთო-სა და გაეროს წარმომადგენლები.