თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თერჯოლის მონაკვეთთან, სოფელ ბარდუბანთან ავტოავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
მიმდებარე ტერიტორიაზე "შკოდას" მარკის ავტომანქანა ჯერ "ბეემვეს", შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.
მიკროავტობუსი ახალციხე-ქუთაისის რეისს ასრულებდა.
შეჯახების შედეგად მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. "შკოდაში" ორი ადამიანი, მიკროავტობუსში კი - ოთხი დაიღუპა.
ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. რომლებიც ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს.
მათგან 5 დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი - კი, რომელიც კომურ მდგომარეობაშია, თბილისის დამწვრობის ცენტრში.