ჯონ ბასი:  ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვამბობთ ნახვამდის, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში

ჯონ ბასი: ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვამბობთ ნახვამდის, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში

აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოში საკუთარი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელ წერილს ავრცელებს.  წერილს დიპლომატი სოციალურ ქსელ facebook-ში  საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ბასი წერილს ქართულად იწყებს,სიტყვებით, „მე მიყვარს საქართველო“.  მას From.ge  უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ლამაზი, მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. ვინმე იფიქრებს, რომ აქ ძალიან ბევრი პოლიტიკაა ერთ სულ მოსახლეზე. მე ვიტყოდი, რომ ეს აჩვენებს, როგორ ღრმად განიცდიან ქართველები თავიანთ მომავალს. მე და ჰოლი ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვამბობთ ნახვამდის, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, რომ წარმომვადგენდი აშშ-ს საქართველოში. ჩვენს მეგობრებს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობას და შესაძლებლობას, რომ აირჩიონ თავიანთი მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველოს ნათელი დღეები წინ აქვს", - წერს ჯონ ბასი.  

შეგახსენებთ, ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ს ელჩი 2009-2012 წლებში იყო.

ბასს ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.