თბილისში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი თბილისს სტუმრობს. ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავს.
მარკ ჰერტლინგის თქმით, აშშ- ს არმიის მეთაური საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობისა და წვრთნების საკითხებს განიხილავს და „აგრეთვე მადლობას გადაუხდის საქართველოს ISAF-ის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.
აშშ-ს საელჩომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის არმია ევროპაში „აძლიერებს ალიანსს და აგებს პარტნიორთა შესაძლებლობებსა და სიმძლავრეს, რაც აგრეთვე გამოიხატება ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცთა წვრთნაში, რომლებიც გადიან ოთხკვირიან წვრთნებს ჰოჰენფელცში, გერმანიაში, ავღანეთში მისიის დაწყებამდე“.