პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ ლამის ნივთები დალეწა

პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ ლამის ნივთები დალეწა

პარლამენტის აპარატის ერთ–ერთი კომიტეტის თავმჯდომარე აღშფოთებულია. როგორც from.ge-ს აცნობეს, პარლამენტის ერთ–ერთი კომიტეტის თავმჯდომარე იმდენად აღაშფოთა აგვისტოში პარლამენტის შენობის დაცლის შესახებ ინფორმაციამ, რომ გუშინ საკუთარ ოთახში ლამის ნივთები დალეწა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეიტყო, რომ აპარატის თანამშრომლებს საკუთარი ნივთების ჩალაგება და აგვისტოდან თავისუფალ რეჟიმში სიარულის შესახებ გამოუცხადეს. ნაწილს კი აგვისტოდან შვებულებაში წასვლა შესთავაზეს. 

რაც შეეხება პარლამენტის შენობის დაშლას და აგვისტოში ფანჯრების ჩამოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამის შესახებ არაფერს საუბრობენ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები.

პარლამენტში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, შენობას დაშლას და ისე გაყიდვას უპირებენ. აგვისტოში ფანჯრების ჩამოხსნას ჯერ პარლამენტის  „c“ კორპისიდან დაიწყებენ, შემდეგ კი „ა“ და „ბ“ კორპუსზე გადავლენ.