ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი შეასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს ვეს ანდერსონის მორიგ სრულმეტრაჟიან ფილმში, სახელწოდებით - „The Grand Budapest Hotel“ .
ანდერსონი ერთდროულად, ფილმის რეჟისორიცაა, პროდიუსერიც და სცენარის ავტორიც. თუ ვის როლს შეასრულებს, ჯონი დეპი ახალ ფილმში ამ დრომდე უცნობია.
ვეს ანდერსონის ბოლო ნამუშევარია, ცნობილი ფილმი „სავსე მთვარის სამეფო“ (Moonrise Kingdom). ფილმში მონაწილეობენ: ბრუს უილისი, ტილდა სვინტონი, ედვარდ ნორტონი, ბილი მიურეი და ჰარვი კეიტელი.
ეს არის მაღალი დონის შავი კომედია გემოვნებიანი მაყურებელისთვის. უმაღლესი დონის ქასთითა და გადამღები ჯგუფით, რომელსაც კრიტიკოსები უკვე კინოშედევრად ქცევას უწინასწარმეტყველებენ.
BoxOfficeMojo-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის 16 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმმა 44,7 მილიონი დოლარის მოგება უკვე მოიტანა.
ჯონი დეპის ბოლო ნამუშევარია, ტიმ ბერტონის „ბნელი ჩრდილები“( Dark Shadows) სადაც ჯონი ვამპირის როლს თამაშობს. ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშიც შესაძლებელია.
ამჟამად დეპს იღებენ ფილმში „მარტოხელა რეინჯერი (The Lone Ranger), რომელიც ეკრანებზე 2013 წელს გამოვა.