კლინტონი ირანს ემუქრება

კლინტონი ირანს ემუქრება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანს დაემუქრა, რომ ამერიკა „თავისი სიძლიერის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს რათა არ დაუშვას  ირანის ატმოური იარაღის ამოქმედება, თუმცა ჯერჯერობით ამერიკა ისევ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ამჯობინებს.

„ირანი ამჟამად დიდი ზეწოლის ქვეშაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ავამუშავებთ ჩვენი სიმძლავრის ყველა ელემენტს, რათა მას არ მივცეთ საშუალება, მიიღოს ატომური იარაღის . ირანელ ლიდერებს კიდევ აქვთ დრო სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. არჩევნი ახლა ირანზეა“,-აცხადებს სახელმწიფო მდივანი. 

ჰილარი კლინტონი „ეგვიპტური პომიდვრებით დახვედრის“ თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საბედნიეროდ მისი კორტეჟიდან და იქ შეკრებილი საზოგადოებიდან, არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ქალაქ ალექსანდრიის ამერიკის საელჩოს შენობიდან გამოსვლისას, ეგვიპტლებმა პომიდვრები და ბოთლები დაუშინეს.