ჩინეთში რამდენიმე დღის გადაუღებელი წვიმების შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა. ჩინური მედია რამდენიმე დღის წინ პროვინცია გუიჩჟოუში კიდევ 11 ადამიანის დაღუპვას იტყობინებოდა.
სამოქალაქო ადმინისტრაციის მინისტრის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 7 მილიონი ადამიანი დაზარალდა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ცზიანსუს, ანხოის, ხუბეის, სიჩუანის და გუიჩჟოუს პროვინციებს, სტიქიამ 64 000-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ქვეყანას დაახლოებით 3, 82 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.