მანჯგალაძე: NDI-ის კვლევის შედეგებში ნაცმოძრაობის მაღალი რეიტინგი ხაზს უსვამს იმ პასუხისმგელობას, რაც მას ქართველი ხალხის წინაშე

მანჯგალაძე: NDI-ის კვლევის შედეგებში ნაცმოძრაობის მაღალი რეიტინგი ხაზს უსვამს იმ პასუხისმგელობას, რაც მას ქართველი ხალხის წინაშე

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ის პოლიტიკურ პარტიების რეიტინგებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ამის შესახებ მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რეიტინგების შედეგების თვალსაჩინოებისათვის "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევები უკვე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

„თუმცა მიგვაჩნია, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მმართველ პარტიას ჩვენი ხალხის წინაშე აქვს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, აქტიურად ვიმუშაოთ უმუშევრობის დაძლევის პრობლემებზე უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა და დავეხმაროთ ქართულ სოფელს. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა მეტი სარგებელი ნახოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე განმარტებით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ინიციატივა "ხელშეკრულება საქართველოსთან", რომლის ფარგლებშიც პარტია აპირებს ყველა ოჯახში მისვლას და მათთვის ყველა იმ დაპირების შესრულებას, რომელიც მთავრობამ გააჟღერა.

„სწორედ ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ის გეგმა, რომლის შესრულებაც გუშინ დაიწყო. მთელ საქართველოში ასეულობით ათასი პენსიონერი და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი ჯანდაცვის პოლისს მიიღებს"-აღნიშნა მანჯგალაძემ.