კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მურმან დუმბაძის განცხადებით, ბათუმი ქართული თვითმმართველი ქალაქი უნდა გახდეს.
როგორც დუმბაძე განმარტავს, 2004 წლის 6 მაისს, აჭარაში და კერძოდ ბათუმში საპრეზიდენტო მმართველობა შემოიღეს, რაც მისი თქმით, აუცილებელია მალე დასრულდეს.
დუმბაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტში ისინი გლობალური პრობლემების მოგვარებით უნდა დაკავდნენ.
„პრიორიტეტები პრაქტიკულად გამოკვეთილია. მე ვეთანხმები ამ პოზიციას. 20 წელია პოლიტიკაში ვარ და ვფიქრობ, უზარმაზარი დახმარების გაწევა შემიძლია პარლამენტის წევრის სტატუსით“, - განაცხადა დუმბაძემ.