ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი საქართველოში ჩატარებულ NDI-ის, ოქსფორდის უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოცოაციის, აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის ჩატარებულ შიდა კვლევების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ძალიან რთულია, რომელიმე ჩატარებული ვლევის შედეგებს ენდო, რადგან საქართველში თითქმის ყველა სფერო „ვულგარულად აღმოჩნდა“ პოლიტიკაში ჩართული.
„მე არ ვიცი ოქსფორდის უნივერსიტეტის კონსალტინგ ჯგუფი, არც მათი პერსონალიები ვიცი და არც ის, თუ რამდენად შეიძლება ენდო ადამიანი მათ მიერ ჩატარებულ გამოკველევას.
უცნაური ტრადიცია გრძელდება ჩვენთან, ყველაფერი შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ა.შ ყველაფერი ვულგარულად აღმოჩნდა ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, არა მხოლოდ გამოკვლევები, არამედ სამეცნიერო ცხოვრებაც , ანუ ისეთი სფეროებიც კი ჩვენი ცხოვრებისა, რომელთაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. აქედან გვიჩნდება ტოტალური უნდობლობა ამ სფეროს მიმართ. პირადად მე კვლევებს ყურადღებას აღარ ვაქცევ, თუნდაც მასში ჩემთვის სასურველი შედეგი იყოს,“,-აცხადებს ფილოსოფოსი.
ზაზა ფირალშვილის აზრით, უნდობლობას ჩატარებული კველევები იწვევს თუნდაც იმიტომ, რომ აშკარად ჩანს ის პოლიტიკური მოტივაცია, რაც ამ კვლევების უკან დგას.
„აშკარაა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომლის უკანაც ეს კვლევები დგას. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რბილად რომ ვთქვათ, სანდოობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა, ამას საუბარიც არ უნდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ტყუილის თქმა არ უჭირს, რატომ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ამ შემთხვევაში ჩატარებული კვლევები სიმართლის მთქმელი იქნება.
რაც შეეხება NDI-ის კვლევებს, ეს ორგანიზაცია, რომ მეგობრულ ურთიერთობაშია ჩვენს ხელისუფლებასთან, ამაშიც არაერთხელ დავრწმუნდით. ასე, რომ მე ყურადღებას არ მივაქცევდი ამ კვლევების შედეგებს“,- აცხადებს ფირალიშვილი.