პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, NDI და IRI ამერიკის ის ინსტიტუტებია, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის ბევრი კარგი აქვთ გაკეთებული. თუმცა მისი თქმით, NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს სკეპტიკურად უყურებს.
„კონკრეტულად კვლევებს რაც შეეხება, ჩვენ იმასაც ვითხოვდით, რომ ამ ტიპის კვლევები იქნებ საჭირო აღარ იყოს და ვაგრძელებეთ თანამშრომლობას ამ კუთხით“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ იმის შიში აქვს და ამავე დროს არ სურს გაფერმკრთალდეს ის დამსახურება, რასაც NDI რეალურად იმსახურებს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ბევრი დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერისთვის.