პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ბათუმში გაიმართება.ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმში აქციის ჩატარების თარიღად 5 აგვისტო შეირჩა.
შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ღონისძიებები უკვე გაიმართა თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ოზურგეთსა და გორში.