პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს კოალიციის ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა.
გურჯაანი - მანანა ბერიკაშილი; თელავი - გელა სამხარაული; ლენტეხი - გია გაზდელიანი; აბაშა - ირაკლი საბულუა; სენაკი - გურამ ოდიშარია; ფოთი - ეკა ბესელია; ბათუმი - მურმან დუმბაძე; ქობულეთი - ფატი ხალვაში; ხელვაჩაური - როსტომ ხალვაში; ქედა - დავით ანანიძე; შუახევი - შოთა ზოიძე; ხულო - ზია საგინაძე.
კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თითოეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ დანარჩენ მაჟორიტარ კანდიდატებს ხუთაშაბათს დაასახელებს.