90 წლის პენსიონერმა იუბილე „ამერიკულ გორკებზე“ აღნიშნა(VIDEO)

90 წლის პენსიონერმა იუბილე „ამერიკულ გორკებზე“ აღნიშნა(VIDEO)

ოჰაიოს შტატის მცხოვრებმა ქალბატონმა,  90-წლის იუბილე პარკ ატრაქციონებზე აღნიშნა, სადაც ის ექსტრემალურ „ამერიკულ გორკებზე“ საათში 130 კილომეტრი სიჩქარით დაჰქროდა. პენსიონერი ტელმა გრაჩი, ამბობს, რომ პარკს 1979 წლიდან რეგულარულად სტუმრობს, წინასწარ ყიდულობს ბილეთებს და ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს გაერთოს.

მისი საყვარელი ატრაქციონი „ამერიკული გორკებია“. კარუსელი, რომელზეც მან თავისი იუბილე აღნიშნა 2009 წელს ამუშავდა, ტელმამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოახერხა მასზე ასჯერ დამჯდარიყო.  პარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ის, ყველაზე მოხუცი ადამიანია, რომელიც გამოხატავს სურვილს „ამერიკული გორკებით“ გაერთოს.

2010 წელს ამერიკელმა პენსიონერმა 78 წლის ვიკ კლიმანმა მოაწყო მარათონი „ამერიკულ გორკებზე“, ის ატრაქციონზე ერთი დღის განმავლობაში 90 ჯერ იჯდა.