გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია პოლიციას ჩაბარდა. მკვლელობის შემდეგ ცობეხია თავს ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდა.
ბექა ცობეხიას გალის რაიონში გადასვლაში ბიძა, დიმა ცხაკაია დაეხმარა, რომელიც აფხაზ კრიმინალებთან და ე.წ მილიციასთან დაახლოებული პირია. ბექა ცობეხიასთან ერთად დაკავებულია მისი ერთი მეგობარი, რომელიც ანაკლიაში მომხდარის შესახებ ინფორმაცია ფლობდა. მის წინააღმდეგ საქმე 322-ე მუხლით აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოჩხუია ანაკლიაში 13 ივლისს მოკლეს და შემდეგ ზღვაში ჩააგდეს. ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობოდა. მომხდარის მიზეზად კი ძარცვა სახელდებოდა. გარდაცვლილს თან აღარ ჰქონდა ქორწინების ბეჭედი და სხვა პირადი ნივთები. გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი იყო.