„არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი“ კახა კახიშვილი NDI ის კვლევის შედეგების შეფასებისას, კონკრეტულად კი, „კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ 36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, 18 % - კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4% - არც ერთ პარტიას, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 1 % - სხვა ოპოზიციას“ აცხადებს, რომ კვლევის ასეთი შედეგები მოსალოდნელი იყო ვინაიდან, მისი თქმით, NDI ყოველთვის აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
„ერთის მხრივ, ამ კვლევებში საუბარია იმაზე, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 11% -ით შემცირდა და ამაზე აქცენტიცაა გაკეთებული, თუმცა მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ ის ძალა, რომელიც კონკურენტს წარმოადგენს, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ მასთან ნახევრით აგებს და 18% - იანი რეიტინგი გაუთვალისწინეს. აქ თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ ძალიან დიდმა პროცენტმა უარი განაცხადა საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გაუმხილოს მკვლევარს საერთოდ ვის მისცემს ხმას და თუ ამას იმ პროცენტებსაც დავუმატებთ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ იციან ვის მისცემენ ხმას, ეს ძალიან დიდი ციფრი გამოვა, რომელიც შესაძლებელია ჩემი აზრით, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი იყოს“, - განაცახდა კახიშვილმა.
კახიშვილის განცხადებით, ინტერვიუერი როგორც წესი, მაშინ არ აცხადებს ვის მისცემს ხმას, როდესაც საქმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ეხება, რადგან შესაძლო პრობლემებისგან თავის არიდება სურთ. ხოლო, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ვინაიდან არაფრის ეშინია, დადებითად პასუხობს, რადგან იციან, რომ პრობლემები კი არა, შეიძლება წაახალისონ კიდეც.