პარლამენტის ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით ამ წუთებში პარლამენტის აპარატის თავმჯდომარე დავით ჯანიაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ხვდება.
პარლამენტის აპარატში დღეს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობა 1 კვირაში უნდა დაიცალოს. ზოგიერთი კი ირწმუნებოდა, რომ სექტემბერში პარლამნეტის შენობა დაცლილი უნდა იყოს. ამ ინფორმაციის გავრელების შემდეგ, აპარატის რამდენიმე თანამშრომელი ცუდად გახდა.
პარლამენტის კომიტეტების ყველა ხელმძღვანელი ამ წუთებში პარლამენტის საკონფერენციო დარბაზშია შეკრებილი. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
from.ge შეკითხვაზე– რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს თათბირი, პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა იხუმრა:“ ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით“.