დღეს ახალგაზრდული ალიანსი, „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ დაფუძნდა. ამის შესახებ ალიანსის მიერ For.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ალიანსის დამფუძნებლები არასამთავრობო ორგანიზაციები - „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ახალგაზდრა ფინანსისტთა და ბიზსნესმენთა ასოციაციაა“, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებს დეკლარაცია გააცნეს, სადაც ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები დეტალურადაა წარმოდგენილი.
დამფუძნებლების განცხადებით, ალაინსის დაფუძნების მიზანს ბოლო პერიოდში ეკონომიკის თვალსაზრისით განვითარებული უკანონობისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაა. მათი თქმით, ბოლო პერიოდში იმატა ბიზენის რეკეტმა და არასამართლებრივმა ქმედებებმა. რის გამოც ქვეყანაში ეკონომიკური სამართლიანობის კუთხით სერიოზული პრობლემები შეიქმნა და აღნიშნეს, რომ საბოლოოდ ამ ყველაფრის ნეგატიურ შედეგს მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა იღებს საკუთარ თავზე.
„დასაქმებისა და სიღარიბის საკითხები დღემდე მოსახლეობის ძირითად პრობლემად რჩება. აგრეთვე მონოპოლიები, რომლებიც ქართული ეკონომიკის ყველაზე დიდ პრობლემად იქცა და ეკონომიკური კრიმინალის ფაქტები. ყველაფერი ეს სერიოზულ დარტყმას აყენებს ეკონომიკურ სტაბილურობას თუ ბიზნეს გარემოს, შედეგად კი ქვეყანა ვერ ღებულობს იმას, რისი პოტენციალიც გააჩნია“, - აღნიშნეს დამფუძნებლებმა.
როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ალიანსის ჩამოყალიბება მათი მხრიდან სწორედ დღევანდელობის არსებულ გამოწვევებზე არის პასუხი. დეკლარაციის თანახმად, ალიანსი იმუშავებს საქართველოში ახალგაზრდების არსებულ მიერ გარემოში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, ეკონომიკური სამართლიანობის დამამკვიდრებელი ეკონომიკური მოდელის შესამუშავებლად, ბიზნესის გასათავისუფლებლად და დასაქმებისთვის აუცილებელი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, პარტიათა დაპირებებისა და ეკონომიკური დოქტრინების შესაფასებლად, ქართული ბიზნესის დასაცავად და დემოკრატიული ინსტიტუტების ასამოქმედებლად თუ გასაძლიერებლად.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს მდგრადი და ინოვაციური განვითარების ეკონომიკური მოდელის შექმნას და მასში ახალგაზრდების ადგილის გასაზღვრავს, ამ მიზნით ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ავტორიტეტულ ეკონომიკურ ინსტიტუტებთან და ჯგუფებთან, რომელთაც წარმატებული ეკონომიკური მოდელის არაერთ ქვეყანაში დანერგვის გამოცდილება გააჩნიათ“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
ალიანსის წარმომადგენლები სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ეს კონკურეტუნარიანი, მდგრადი, მეცნირებაზე დაფუძნებული და ამ ეკონომიკის განმკარგავ მომავალზე ორინეტირებული ახალგაზრდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.