დღეს, 21:00 საათზე, „ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში გაიმართება თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.
მედიას პარტიის პრეს-სამსახურის მიერ მიეწოდება პირდაპირი ეთერის საერთო სიგნალი.
ღონისძიებაზე მედია დაიშვება სპეციალური საშვებით, რომელიც გაიცემა ადგილზე შესაბამისი პრეს-ბარათის წარმოდგენის შემდეგ.
მედიისთვის გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილი და ღონისძიების დროს შეზღუდული იქნება გადაადგილება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სპეციალურად პრესისთვის მოწყობილ კუთხეში გაკეთდება კომენტარები.