საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ ტელე-რადიო კოპანია „მაესტროს“ სოლიდარობას უცხადებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ქომაგი“ ავრცელებს, From.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ სოლიდარობას უცხადებს ტელე-რადიო კომპანია „მაესტროს“ და მხარს უჭერს საქართველოში მედიის თავისუფლების დაცვის მიზნით ჩატარებულ ყველა ღონისძიებას. ვინაიდან მიაჩნია, რომ მედიის დაყოფისა და შევიწროვების ფაქტები საქართველოში დემოკრატიის ხარისხს კიდევ უფრო დაბლა სწევს. ხოლო მოსახლეობას ინფორმაციის თავისუფლებად მიღებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების სწორად შეფასების საშუალებას უზღუდავს. ეს კი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებს“, - ნათქვამია „ქომაგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.