„სატელიტური თეფშები საქართველოში საერთოდ გაქრა“, - ამის შესახებ, პროკურატურასთან ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერ აქციაზე „გლობალ ტვ“- ის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაზლიძემ განაცხადა.
შესაბამისად, მისი თქმით, კურსია აღებული, რომ სატელიტური თეფშების დამონტაჟება არ მოხდეს, რათა მომხმარებლემდე ინფორმაციის მიტანა ვერ მოხერხდეს.
„საქართველოში ბაზრობაზე თუ მაღაზიებში თეფშებს ვერსად ნახავთ. აქედან გამომდინარე, თუ თეფშების შემოტანა და თეფშების დამონტაჟება აკრძალულია „მაესტრო“ და „გლობალ ტვ“ რა შუაშია. აქ კურსია აღებული ამჟერად სატელიტური თეფშების დამონტაჟება არ მოხდეს, რათა მომხმარებლებამდე ინფორმაციის მიტანა ვერ მოხერხდეს. დანარჩენი ყველაფერი აქ არგუმენტების მოყვანის დონეზეა“, - განაცხადა ბაზლიძემ.