საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის ვარაუდით, დღეებია დარჩენილი, სანამ არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ხალხი არჩევანს “ნაციონალურ მოძრაობაზე” გააკეთებს.
“ჩვენ მოსახლეობას ახალ პროგრამას ვთავაზობთ.როგორც კორუფციის და კრიმინალის დამარცხება შევძელით, ასევე შევძლებთ რომ ქვეყანაში დაგროვილი სიკეთე უშუალოდ მივიდეს ყველა ამომრჩევლამდე” - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.